"საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №133 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
213
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-05-13
გამოქვეყნების თარიღი
2011-05-18
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.016373
"საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №133 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 21 3

2011 წლის 1 3 მაისი

ქ. თბილისი

  „ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის № 133 დადგენილებაში ცვლილებების ა და დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის № 133 დადგენილებით (სსმ , 18.03.2011 წ. ) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. პირველი მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ ­ ციით:

„ 13. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, გულუას ქ. №6. “ .

2. მე-6 მუხლის:

ა ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ ­ ციით:

,,1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) მინისტრის აპარატი;

ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;

გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

დ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;

ე) საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტი;

ვ) ენერგეტიკული დეპარტამენტი;

ზ) ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი;

თ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტი (სამ­სა­ხური);

ი) იურიდიული დეპარტამენტი;

კ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი. “;

ბ)  მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,9. ენერგეტიკული  დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) ენერგეტიკის სფეროში არსებული მდგომარეობის ანალიზი და რე­კო­მენდაციების მომზადება;

ბ) მინისტრის დავალების შესაბამისად საპროექტო, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოთა შესახებ ტექნიკური დავალებების მომზა ­ დება, განხორციელება, შესრულებულ სამუშაოთა ანალიზი და დასკვნების მომზადება;

გ) ენერგეტიკული ბალანსების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

დ) ენერგეტიკის სფეროში მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

ე) ენერგეტიკაში ენერგოობიექტებისა და სხვა ტექნიკური საშუა ­ ლებების ექსპლუატაციის, მოწყობისა და სარგებლობის წესების შემუ ­ შა ­ ვება;

ვ) ენერგოშემცველების ექსპორტ-იმპორტის მოცულობათა მონიტო ­ რინ ­ გი;

ზ) ენერგოსექტორის ეფექტიანი ფუნქციონირების შესახებ რეკომენ ­ და ­ ციების მომზადება;

თ) ენერგეტიკის სფეროში სამეცნიერო, კვლევით და საპროექტო მი ­ მართულებათა განვითარების ხელშეწყობა და კოორდინაცია, პროგრა ­ მების შედგენისას ეკოლოგიური მოთხოვნებისა და ენერგოდამზოგვ ელი პოლ ი ­ ტი ­ კის ოპტიმალურად გათვალისწინება;

ი) საქართველოს ენერგოსექტორის სუბიექტებსა და სხვა ქვეყნების ენერგეტიკულ საწარმოებს შორის კავშირურთიერთობის დამყარების ხელ ­ შეწყობა;

კ) ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობისათვის ენერგეტიკის დარგში სა ­ ხელმწიფო სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა;

ლ) მეზობელ ქვეყნებთან ენერგეტიკული ურთიერთობის გაძ ­ ლიე ­ რე ­ ბის მიზნით შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების ოპტი ­ მალურ მი­­მართულებათა განსაზღვრა და მათი რეალიზაციის კოორ ­ დინაცია;

მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზა ­ ცი­ების დაფინანსებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებში მონაწი ­ ლეობა;

ნ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო საწარმოების რესტრუქტურიზაციისა და პრივატიზაციის პროცესის ოპტიმალურად წარ­მართვის ხელშეწყობა;

ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ენერგეტიკის დარგში სა ­ ხელ ­ მწიფო პოლიტიკის ძირითად მიმარ ­ თულებათა შემუშავებაში მონაწი ­ ლე­ო­ბის მიღება ;

პ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სხვა დავალებათა შეს­რულება. “.

3 . მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:

„ 91. ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) ბუნებრივი რესურსების სფეროში არსებული მდგომარეობის ანა ­ ლი­ზი და რეკომენდაციების მომზადება;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზა ­ ც ი ე ­ ბის დაფინანსებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებში მონაწილეობა;

გ) ბუნებრივი რესურსების მართვისა და სარგებლობის სფეროში პო­ლი­ტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავებაში მონაწილეობის მი­ღება თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

დ) ბუნებრივი რესურსების სარგებლობასთან დაკავშირებული სა ­ კით ­ ხების განხილვა და წინადადებების მომზადება;

ე) ბუნებრივი რესურსების რაციონალური მართვისთვის შესაბამისი წი­ნადადებების შემუშავება;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გეოლოგიურ გარემოში სასარ ­ გებლო წიაღისეულის მართვის ძი ­ რითადი მიმართულებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ზ) მეზობელ ქვეყნებთან ტრანსსასაზღვრო ბუნებრივი რესურსების გა ­ ნ ­ აწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებათა მომზადება და საერ ­ თაშორისო პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ბუნებრივი რესურსებით სარ ­ გებლობასთან დაკავშირებით შესაბამისი ნორმების შემუშავებაში მონა ­ წილეობის მიღება;

ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ბუნებრივი რესურსების სარ ­ გებლობის მიზნით გასაცემი ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

კ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სხვა დავალებათა შეს­რუ­ლება. “.

მუხლი 2.   დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი        ნ . გილაური

კრებსითი — სრული ვერსია