საქართველოს მთავრობის
დადგენილება №101
2005 წლის 10 ივნისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირების – საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტისა და საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე:
1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტისა და საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო უნივერსიტეტის რეორგანიზაცია მათი გაერთიანების სახით.
2. დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებათა რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ეწოდოს „საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის დადგენილება №24-სსმIII, №20, 20.02.2009წ., მუხ.242
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის დადგენილება №24-სსმIII, №20, 20.02.2009წ., მუხ.242
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის წესდების დასამტკიცებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის დადგენილება №24-სსმIII, №20, 20.02.2009წ., მუხ.242
5. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყოს სათანადო ღონისძიებების განხორციელება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტისათვის სახელმწიფო ქონების გადასაცემად.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის დადგენილება №24-სსმIII, №20, 20.02.2009წ., მუხ.242
6. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
შეტანილი ცვლილებები:
1.საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის დადგენილება №24-სსმIII, №20, 20.02.2009წ., მუხ.242