ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება N 40
2011 წლის 10 მაისი
ქ. ხობი
„ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის №33 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 110405019, 08.04.2011 წ.) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების დანართის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:
ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კარგი და მწირი ხარისხის მიწებისთვის (გარდა სათიბებისა და საძოვრებისა) – 76 ლარი;
ბ) ბუნებრივი და გაკულტურებული სათიბებისთვის – 20 ლარი;
გ) ბუნებრივი და გაკულტურებული საძოვრებისთვის – 16 ლარი.“.
2. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. ჭოხონელიძე