ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება N35
2011 წლის 10 მაისი
ქ. ხობი
„ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 მარტის №118 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 მარტის №118 დადგენილებაში (გაზეთი „ახალი სამკუთხედი“, №11, 28.04.2009 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების დანართის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდევინება ხორციელდება წინასწარ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გადამხდელისთვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებამდე.
3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისთვის ადგილობრივი მოსაკრებელი გადაიხდევინება მომსახურების მთლიანად ან მისი ნაწილის მიღების შემდეგ, საკრებულოს მიერ დადგენილი წესით.“;
ბ) დადგენილების დანართის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. ადგილობრივი მოსაკრებლის ამოღების უზრუნველყოფა
ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახური ადგილობრივი მოსაკრებლის ამოღებას უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.“.
2. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. ჭოხონელიძე