"გარემოს დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
4653
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2011-05-05
გამოქვეყნების თარიღი
2013-03-25
სარეგისტრაციო კოდი
360000000.05.001.016300
"გარემოს დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„ გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ გარემოს დაცვის შესახებ “ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, № 1-2 (33-34/7), 22 იანვარი, 1997, გვ. 24) XVI თავი ჩ ამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ თავი XVI

სახელმწიფო კონტროლი გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში

    მუხლი 57. სახელმწიფო კონტროლი

1. გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბუნებრივი რესურსების სააგენტო.

2. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი, ფიზიკური იძულება და სპეციალური საშუალებები „ პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.“.

    მუხლი 2. ( ამოღებულია )

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 56 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

 

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 15 მაისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი        მ. სააკაშვილი

თბილისი,

20 11 წლის 5 მაისი.

№4 653– I ს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №456 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

კრებსითი — სრული ვერსია