„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3211
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2003-12-31
გამოქვეყნების თარიღი
2003-12-31
სარეგისტრაციო კოდი
010.320.000.05.001.001.429
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ.55) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:

1. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1341 მუხლი:

     „მუხლი 1341. ანგარიშსწორების წესი სამსახურიდან გათავისუფლებისას

1. 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად.“.

2. 137-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 42-ე და 47-ე მუხლების, 71-ე მუხლის   მე-3 პუნქტისა (გარდა „საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა) და 109-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების მოქმედება შეჩერდეს 2005 წლის 1 იანვრამდე.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინინო ბურჯანაძე

თბილისი,

2003 წლის 31 დეკემბერი.

№3211-რს

 

კრებსითი — სრული ვერსია