„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ივლისის N17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
23
მიმღები ორგანო
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-05-06
გამოქვეყნების თარიღი
2011-05-17
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.117.016056
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ივლისის N17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2011 წლის 6 მაისი

ქ. ამბროლაური

 „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შევიდეს ცვლილება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ივლისის №17 დადგენილებაში (სსმ V, 30.07.2010 წ., №3, მუხ.41) და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს კანონის „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ მე-13 მუხლის თანახმად, გამგებელი გასცემს მითითებას და/ან გამოსცემს დადგენილებას არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დარღვევის თაობაზე.“.

მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                     კ. ფარჯანაძე

კრებსითი — სრული ვერსია