„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 მარტის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
12
მიმღები ორგანო
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-05-06
გამოქვეყნების თარიღი
2011-05-11
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.129.016029
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 მარტის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2011 წლის 6 მაისი

ქ. ჭიათურა

„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 მარტის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 მარტის №6 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებპორტალი, 110321012, 23/03/2011) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:       

„5. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთ ჰექტარ მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:

 

№

მიწის კატეგორიები

გადასახადის განაკვეთები

ლარი/ჰა

1

სათიბები (მათ შორის, გაკულტურებული)

10

2

საძოვრები (მათ შორის, გაკულტურებული)

6

3

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები

3

4

ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეები

20

5

კარგი და მწირი ხარისხის სხვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული) მიწები

53

                                                                                                                                                        .“

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 31 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე      გ. კაპანაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია