საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილე ბებ ისა და დამატების შეტანის შესახებ
მუხლი 1 . საქართველოს საგადასახადო კოდექს ში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე , №54 , 12 .10 .2010 , მუხ. 343 ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. 185-ე მუხლის პირველი ნაწილის „ ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. 188- ე მუხლის მე -2 ნაწილი ამოღებულ იქნეს .
3. 190- ე მუხლის მე -3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„ 3. საქონლის იმპორტისას აქციზი გადაიხდება იმპორტის გადასახდელისათვის დადგენილი წესის შესაბამისად . “ .
4. 194- ე მუხლის მე -6 ნაწილის „ ა “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„ ა ) აქციზური საქონლის ექსპორტი მხოლოდ იმ საანგარიშო პერიოდისათვის , რომლისთვისაც გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოს წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს :
ა . ა ) საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურას და საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურაში აღნიშნული აქციზის თანხის მომწოდებლისათვის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს ( იმ შემთხვევაში , თუ ექსპორტირებული აქციზური საქონლის წარმოებისათვის გამოყენებულ იქნა სხვა პირის მიერ წარმოებული სხვა აქციზური საქონელი ( ნედლეული ));
ა . ბ ) სასაქონლო დეკლარაციას საქონლის ექსპორტში გაშვების შესახებ ; “ .
5. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2261 მუხლი :
„ მუხლი 2261 . შავი ან / და ფერადი ლითონების ჯართის ექსპორტის მომსახურების ტარიფი
შავი ან / და ფერადი ლითონების ჯართის ექსპორტის მომსახურებ ის ტარიფის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით . “ .
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 19 აპრილი.
№4547-Iს