ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღების და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
23
მიმღები ორგანო
ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-05-04
გამოქვეყნების თარიღი
2011-05-11
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.119.016082
ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღების და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 23

2011 წლის 4 მაისი

ქ. ხონი

ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღების და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ. ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის № 15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღების და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ. ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის № 15 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ვებ პორტალი 110331005, 04/04/2011წ.) შეტანილ იქნე ს შემდეგი ცვლილება

მუხლი 1. დადგენილების დანართი 1-ის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ მუხლი 5

1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია:

ა) სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებულ 1 ჰა მიწაზე – 59 ლარი.

ბ) ბუნებრივი სათიბებისა და საძოვრების 1 ჰექ ტარზე:

ბ.ა) სათიბებზე, მათ შორის, გაკულტურებული – 16 ლარი;

ბ.ბ) საძოვრებზე მათ შორის გაკულტურებული – 10 ლარი“.

მუხლი 2. დადგენილება ძალაშია კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                          გ . გელენიძე

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია