,,ხონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის დამტკიცების შესახებ,, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
22
მიმღები ორგანო
ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-05-04
გამოქვეყნების თარიღი
2011-05-11
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.119.016081
,,ხონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის დამტკიცების შესახებ,, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2011 წლის 4 მაისი

ქ. ხონი 

„ხონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს               2011 წლის 30 მარტის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 „ხონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის №14 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებპორტალი 110331008, 04/04 2011წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

მუხლი 1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.

მუხლი 2. დადგენილება ძალაშია კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                          გ. გელენიძე

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია