„თვითმმართველი ერთეულის-ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის აუქციონში გამარჯვების ტიპური ფორმის დამტკიცების თაობაზე“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ოქტომბრის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
15
მიმღები ორგანო
ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-05-02
გამოქვეყნების თარიღი
2011-05-11
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.121.016034
„თვითმმართველი ერთეულის-ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის აუქციონში გამარჯვების ტიპური ფორმის დამტკიცების თაობაზე“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ოქტომბრის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2011 წლის 2 მაისი

ქ. ვანი

„თვითმმართველი ერთეულის – ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის აუქციონში გამარჯვების ტიპური ფორმის დამტკიცების თაობაზე“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ოქტომბრის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და ,,ნორმატიული  აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,

მუხლი 1. „თვითმმართველი ერთეულის – ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის აუქციონში გამარჯვების ტიპური ფორმის დამტკიცების თაობაზე“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის ოქტომბრის №23 დადგენილებაში (სსმ V, №40; 19/10/2010 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

„დადგენილებით დამტკიცებულ №1 და №2 დანართებში სიტყვები: „მეწარმეთა რეესტრიდან“ შეიცვალოს სიტყვებით: ,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან“.

მუხლი 2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე განახორციელოს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გია ოჩხიკიძემ.

მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                          დ. კაკაბაძე

კრებსითი — სრული ვერსია