დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის - გერბის და დროშის დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
7
მიმღები ორგანო
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-04-29
გამოქვეყნების თარიღი
2011-05-13
სარეგისტრაციო კოდი
010020000.35.169.016041
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის - გერბის და დროშის დამტკიცების თაობაზე

 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2011 წლის 29 აპრილი

ქ. დედოფლისწყარო

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის - გერბის და დროშის დამტკიცების თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლისა და საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს 2011 წლის 14 აპრილის № 26 წერილის (დასკვნის) შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 

1. დამტკიცდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სიმბოლოები: გერბი და დროშა თანდართული დანართის თანახმად;

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე;

3. დადგენილების გასაჩივრება შეიძლება დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში              (ქ. დედოფლისწყარო, ჰამლეტ გონაშვილის ქ.№2) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში;

საკრებულოს თავმჯდომარე ლ. ბაღაშვილი

 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის №7 დადგენილების დანართი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გერბი წარმოადგენს:

 გერბის ფარი გაკვეთილია, გადაკვეთილია და იყოფა ოთხ ნაწილად: I- ლურჯ ველზე ოქროს მთაზე მდგარი ოქროს აღჭურვილი ციხე-სიმაგრე, ორი კოშკით, რომელთა შორის გალავანზე აღმართულია ვერცხლის ხორუგვი, რომელზეც გამოსახულია მეფე თამარის წითელი ხელრთვა. ციხე-სიმაგრის სარკმლები და ნახევრად ღია კარიბჭის ველი მეწამულია. II-მეწამულ ველის ზედა ნაწილში მოთავსებულია ოქროს თასი, მის ქვემოთ ვერცხლის წყარო, დაბლა ოქროს მთა; III- ვერცხლის ველზე კამეჩის შავი თავი.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი – სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი – „დედოფლისწყარო“.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის დროშა წარმოადგენს:

დროშა ვერტიკალურად გაყოფილია ორ ნაწილად – ლურჯ და მეწამულ ველებად. ლურჯ ველის უჭირავს დროშის 1/3, ხოლო მეწამულ ველს დროშის 2/3. ლურჯ და მეწამულ ველთა გადაკვეთაზე გამოსახულია ჰერალდიკური ფარი – ვერცხლის ველზე მეფე თამარის მეწამული ხელრთვა (ფარის დაშორება ზედა და ქვედა კიდეებთან წარმოადგენს დროშის სიმაღლის 1/5-ს.

დროშის პროპორციაა 2/3.

 

კრებსითი — სრული ვერსია