„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3149
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2003-12-05
გამოქვეყნების თარიღი
2003-12-22
სარეგისტრაციო კოდი
040.120.000.05.001.001.415
„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონს (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998, გვ.11) მე-8 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:

     „მუხლი 81

„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების რეგულირების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების შესაბამისად ქალაქ თბილისის მერიის მიერ წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე საქართველოს პარლამენტის მიერ 2004 წლის 1 მაისამდე მიღებულ იქნეს ამ კანონში შესატანი ცვლილებები. ამ ცვლილებების განხორციელებამდე სასამართლოების მიერ შეჩერებულ იქნეს მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის საცხოვრებელ სადგომთან დაკავშირებული დავები და მესაკუთრესა და მოსარგებლეს შეუნარჩუნდეთ უფლება-მოვალეობანი საცხოვრებელ სადგომზე.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი

ნინო ბურჯანაძე

თბილისი,

2003 წლის 5 დეკემბერი.

№3149–Iს

კრებსითი — სრული ვერსია