,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
14
მიმღები ორგანო
საჩხერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-04-29
გამოქვეყნების თარიღი
2011-05-13
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.130.016035
,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №14

2011 წლის 29 აპრილი

ქ. საჩხერე

  ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:

    მუხლი 1

,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებ პორტალი, 010250020.35.130.016023 09/03/2011) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები:

  1. დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

       ,,მუხლი 4

 ქონების გადასახადი არ ვრცელდება საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საკარმიდამო, საბაღე, საბოსტნე და სააგარაკო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, აგრეთვე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებზე, საცხოვრებელ სახლებსა და ავტოფარეხებზე მიმაგრებულ მიწებზე.

  გადასახადისაგან განთავისუფლება ხდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით, რომლის ადმინისტრირებასაც ახორციელებენ საგადასახადო ორგანოები.“.

  2. დადგენილებით დამტკიცებულ დანართ 2-ში, პირველი და მეორე სტრიქონის მე-2 სვეტში სიტყვა ,,პუნქტის“ შეიცვალოს სიტყვით ,,ნაწილის“ .

  3. დადგენილებით დამტკიცებულ დანართ 2-ში, მესამე სტრიქონის მე-3 სვეტში ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    ,,ა) სათიბები (მათ შორის გაკულტურებული) 17,50 ლარი“

  4. დადგენილებით დამტკიცებულ დანართ 2-ში, მესამე სტრიქონის მე-3 სვეტში ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    ,,ბ) საძოვრები (მათ შორის გაკულტურებული) 12,50 ლარი“

  5. დადგენილებით დამტკიცებულ დანართ 2-ში, მესამე სტრიქონის მე-3 სვეტში ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   ,,გ) კარგი და მწირი ხარისხის სხვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი, საკარმიდამო და სხვა.) მიწები 60 ლარი“

    მუხლი 2

დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                 ნ.აბჟანდაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია