“ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ" ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 07 მარტის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
20
მიმღები ორგანო
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-04-29
გამოქვეყნების თარიღი
2011-05-11
სარეგისტრაციო კოდი
200010000.35.128.016052
“ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ" ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 07 მარტის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2011 წლის 29 აპრილი

დაბა ხარაგაული

„ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 07 მარტის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საჭიროა

შეტანილ იქნეს ცვლილება „ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 07 მარტის №12 დადგენილებაში.

 ( საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი სარეგისტრაციო კოდი 2000 10000. 35.128.016044, 2011 წლის 22 მარტი).

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება  „ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 07 მარტის №12 დადგენილებაში

1.დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) დადგინდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის შემდეგი წლიური საბაზისო განაკვეთები:

 

ადმინისტრაციული ერთეული

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის საბაზისო განაკვეთი( ლარი/ჰა)

 

 

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი

 

 

სახნავი

 

სათიბი

(მათ შორის გაკულტურებული)

საძოვარი

(მათ შორის გაკულტურებული)

ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეები

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები

53,5

17,5

 

12,5

20,0

3,0

                                                                                                                                                                                                                           “.

2. დადგენილების პირველი მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ნაკვეთი), რომლის ფართობი არ აღემატება 50 კვმ-ს და ავტოფარეხები“.

მუხლი 3. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 31 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაჭავარიანი

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია