მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „ადგილობრივი გადასახადის – ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის N31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
35
მიმღები ორგანო
მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-04-27
გამოქვეყნების თარიღი
2011-05-05
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.153.016063
მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „ადგილობრივი გადასახადის – ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის N31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №35

2011 წლის  27  აპრილი

ქ.მცხეთა

მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ,,ადგილობრივი გადასახადის – ქონების გადასახადის შემოღების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის N31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

      „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს  ორგანული კანონის 22-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის  მე-60, 204-ე და 206-ე მუხლების, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა  და ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე,

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ,,ადგილობრივი გადასახადის – ქონების გადასახადის  შემოღების შესახებ’’   მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის №31 დადგენილებაში შეტანილ იქნეს  შემდეგი სახის ცვლილებები:

1. დადგენილების  პირველი მუხლის მე-4  პუნქტში შეტანილი იქნეს დამატებები და ცვლილებები   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი  შეადგენს:

 

სასოფლო-სამეურნეო მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი      (ლარი/ჰა)

 

სახნავი და სხვა მიწებისთვის 1ჰა(კარგი,მწირი)

საკარმიდამო  1ჰა (კარგი,მწირი)

სათიბები 1 ჰა

საძოვრები 1 ჰა

ყოფილი საკოლმე-

ურნეო და საბჭოთა მეურნეო-

ბის ტყეები

 

 20 ლ.

ბუნებრივი რესურსები

 

 

 

 

 

3 ლ.

კარგი

 

 

95 ლ

 

მწირი

 

 

95ლ

კარგი

 

 

95 ლ

მწირი

 

 

   95ლ 

 

 

 

20 ლ

გაკულტუ-

რებული

     

   20ლ

 

 

 

 

 

16 ლ

გაკულტუ-

რებული

    

  16 ლ

 

მუხლი  2.   ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ქონების გადასახადთან   დაკავშირებით დაწესდეს შეღავათი და წლიური განაკვეთი მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე განისაზღვროს შემდეგი სახით:

 

სასოფლო-სამეურნეო მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი   (ლარი/ჰა)

 

სახნავი 1 ჰა

კარგი,მწირი

საკარმიდამო 1ჰა კარგი,მწირი

სათიბები 1 ჰა მ.შ.

გაკულტუ-

რებული

საძოვრები 1 ჰა მ.შ. გაკულ-

ტურებული

ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეები 1 ჰა

ბუნებრივი რესურსები

1 ჰა

82 ლარი

 

82 ლარი

20  ლარი

16  ლარი

20 ლარი

3 ლარი

მუხლი 3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                        ა. კალანდაძე

 

 

კრებსითი — სრული ვერსია