„მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 მარტის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
34
მიმღები ორგანო
მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-04-27
გამოქვეყნების თარიღი
2011-05-05
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.153.016062
„მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 მარტის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №34

2011 წლის 27 აპრილი

ქ. მცხეთა

,,მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების                                                                                                                               შემოღების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 მარტის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის “მ” ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე,

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილებები ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28  მარტის  № 30 დადგენილებაში, კერძოდ:

1. დადგენილებით დამტკიცებული №1  დანართის პირველი მუხლის მე-4 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მოსაკრებლის გადაუხდელობა, გადახდის ვადების დარღვევა ითვლება დასუფთავების წესების დარღვევად და დამრღვევის მიმართ გამოყენებულ იქნება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმები“.

2.  დადგენილებით დამტკიცებული №1   დანართის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მოსაკრებლის გადამხდელ ფიზიკურ პირს (მეწარმე ფიზიკური პირის გარდა)  თავის საცხოვრებელ ადგილზე ერთ თვეზე  მეტი  ვადით არყოფნის (არცხოვრების) შემთხვევაში, უფლება აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის შესაბამისი ოდენობით შემცირება, რისთვისაც იგი წინასწარ წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს წერილობით, რომელშიც დაფიქსირებული უნდა იყოს მოსახლის არყოფნის ვადა.

3.  დადგენილებით დამტკიცებული №1   დანართის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მოსაკრებლის გადამხდელი ობიექტის მესაკუთრე/მოსარგებლე ვალდებულია სამეწარმეო ან სხვა სახის საქმიანობის შეჩერების, ან შეწყვეტის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტს წარუდგინოს დარიცხული მოსაკრებლის  კორექტირების/შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი, დამოწმებული შესაბამისი ორგანოების მიერ.

4.   დადგენილებით დამტკიცებული №1   დანართის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტების ნუმერაცია შეიცვალოს  და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“, ,,დ“, ,,ე“ და ,,ვ“.

5.   დადგენილებით დამტკიცებული  №4     დანართში ,ქვითრის ფორმაში შეტანილ იქნეს ცვლილება და  ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის“ ნაცვლად, ჩაიწეროს ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადგილობრივ მოსაკრებელთა განყოფილება“.

მუხლი 2.  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                         ა. კალანდაძე

 

 

                                      

                                                                                                                         

 

 

კრებსითი — სრული ვერსია