„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3115
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2003-08-26
გამოქვეყნების თარიღი
2003-09-18
სარეგისტრაციო კოდი
200.010.000.05.001.001.409
„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18, 28.06.2001, მუხ. 58) მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1) საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის და საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობაზე.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 26 აგვისტო.

№3115–რს

 

კრებსითი — სრული ვერსია