„ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
34
მიმღები ორგანო
ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-04-26
გამოქვეყნების თარიღი
2011-05-04
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.143.016063
„ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 34

2011 წლის 26 აპრილი

ქ. ხაშური

„ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. „ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №16 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,პ“ ქვეპუნქტი:

,,პ) გამოსცემს ბრძანებას არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                      დ. ლომიძე

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია