ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №5 დადგენილებაში-„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის და საინვესტიციო გარემოს განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
34
მიმღები ორგანო
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-04-15
გამოქვეყნების თარიღი
2011-05-03
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.114.016056
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №5 დადგენილებაში-„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის და საინვესტიციო გარემოს განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №34

2011 წლის 15 აპრილი

დაბა ჩოხატაური

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №5 დადგენილებაში-„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის და საინვესტიციო გარემოს განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

საკრებულომ დაადგინა:

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №5 დადგენილებაში-„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის და საინვესტიციო გარემოს განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის და საინვესტიციო გარემოს განვითარების სამსახური ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის წინაშე.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტიდან სიტყვის „შესახებ“ შემდეგ ამოღებულ იქნეს სიტყვა „კანონიდან“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.სამსახურის უფროსის და სამსახურის სპეციალისტების უფლებამოსილებები“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: ,,რეორგანიზაცია და“.

5. დადგენილება ძალაშია არსებული წესით გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ა. ხუნდაძე

კრებსითი — სრული ვერსია