ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №33
2011 წლის 15 აპრილი
დაბა ჩოხატაური
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში – ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
საკრებულომ დაადგინა:
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტში სიტყვები: ,,მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულებიდან“ შეიცვალოს სიტყვებით: ,, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისაგან“.
2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა ,,გამგეობის“ .
3. დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტში სიტყვა ,,შორის“ შემდეგ ამოღებულ იქნეს სიტყვა ,,გამგებლის“.
4. დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 8. სამსახურის დებულების მიღება, მასში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ შესაბამისად“.
5. დადგენილება ძალაშია არსებული წესით გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. ხუნდაძე