ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №30
2011 წლის 15 აპრილი
დ. ჩოხატაური
,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №1 დადგენილებაში ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
საკრებულომ დაადგინა:
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №1 დადგენილებაში ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლიდან ამოღებულ იქნეს 1-ლი პუნქტი.
2. დადგენილებით დამტკიცებული მე–6 მუხლის, მესამე პუნქტის, „ბ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით: ,,ბ) გამგებლის მოადგილეები“
3. დადგენილებით დადმტკიცებული დებულების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) სოციალურ საკითხთა სამსახური“.
4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტში სიტყვა ,,რაიონის“ შეიცვალოს სიტყვით ,,მუნიციპალიტეტის“.
5. დადგენილებით დამტკიცებული დებულებიდან ამოღებული იქნეს 23-ე მუხლი.
6. დადგენილებით დამტკიცებული დებულებიდან ამოღებული იქნეს 25-ე მუხლი.
7. დადგენილება ძალაშია არსებული წესით გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. ხუნდაძე