საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3106
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2003-08-26
გამოქვეყნების თარიღი
2003-09-15
სარეგისტრაციო კოდი
090.000.000.05.001.001.406
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 08.04.1998, გვ.91) 66-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მოკვლევის ორგანოები – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ ჩადენილი სამოხელეო დანაშაულის, საბაჟო გადასახდელებისაგან თავის არიდებისა და საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის საქმეებზე;“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2003 წლის 1 ნოემბერს.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2003 წლის 26 აგვისტო.

№3106–რს

კრებსითი — სრული ვერსია