ხულოს მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
24
მიმღები ორგანო
ხულოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-04-18
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-15
სარეგისტრაციო კოდი
200130000.35.136.016063
ხულოს მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება №24

2011 წ ლის 18 აპრილი

დაბა ხულო

ხულოს მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, აგრეთვე საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7, 204-ე მუხლების, „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და „ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის № 394 დადგენილების შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. შემოღებულ იქნე ს ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი;

2. განისაზღვროს ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთები, თანახმად დანართისა;

3. ამ დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხულოს მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №8 დადგენილება (სსმ 16.02.2011წ. ).

4. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                ნ. თავართქილაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია - ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 2 წლის 15 მარტის დადგენილება № 0 9- ვებგვერდი, 23 .03.2012წ.

დანართი

ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთები

1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების ღირებულების 1%-ის ოდენობით.

2. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1%-ის ოდენობით.

3. ფიზიკური პირისთვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,05%;

ბ) 100 000 ლარისა და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8%.

4. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი დადგინდეს წელიწადში ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარებში:

ა) ბუნებრივი საძოვრებისათვის – 10 ლარი ჰექტარზე;

ბ) გაკულტურებული საძოვრებისათვის – 15 ლარი ჰექტარზე;

გ) ბუნებრივი სათიბებისათვის – 16 ლარი ჰექტარზე;

დ) გაკულტურებული სათიბებისათვის – 19 ლარი ჰექტარზე;

ე) სახნავი მიწებისათვის (კარგი) – 60 ლარი ჰექტარზე;

ვ) სახნავი მიწებისათვის (მწირი) – 52 ლარი ჰექტარზე;

ზ) ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეებისათვის – 20 ლარი ჰექტარზე;

თ) ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირებისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწებისათვის – 3 ლარი ჰექტარზე.

5. წყალმომარაგების მომსახურების გამწევი საწარმოსთვის/ორგანიზაციისათვის დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) ქონების გადასახადის განაკვეთი განისაზღვროს 0,1 %-ის ოდენობით.

6. ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტერიტორიული კოეფიციენტი განისაზღვროს 1, კურორტ „ ბეშუმისა“ – 1.5 ოდენობით.

7. ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 1 კვ.მ არა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი განისაზღვ როს 0.24 ლარის, კურორტ „ ბეშუმისა“ – 0.36 ლარის ოდენობით.

9. გადასახადისაგან გათავისუფლება:

ა) მრავალსართულიან (მრავალბინიან) საცხოვრებელ კორპუსებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთი;

ბ) ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთი;

გ) ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთი.

კრებსითი — სრული ვერსია