გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №24
2011 წლის 20 აპრილი
ქ. გორი
„დასახლების საჭიროებების განსაზღვრისა და პრიორიტეტების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
1. „დასახლების საჭიროებების განსაზღვრისა და პრიორიტეტების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №13 დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს დასახლების საჭიროებების განსაზღვრისა და პრიორიტეტების დადგენის წესი“.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ზ. ხმალაძე