საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3102
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2003-08-26
გამოქვეყნების თარიღი
2003-09-18
სარეგისტრაციო კოდი
020.000.000.05.001.001.405
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წელი, №12-ის დანართი, მუხ. 421) დაემატოს შემდეგი შინაარსის 922 მუხლი:

     „მუხლი 922. თამბაქოს პროდუქციით ლიცენზიის გარეშე ვაჭრობა ან/და გადაზიდვა

„თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზიის გარეშე ვაჭრობა ან/და გადაზიდვა, _

გამოიწვევს დაჯარიმებას საქონლის ღირებულების ხუთმაგი ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 3000 ლარისა.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2004 წლის 1 მაისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 26 აგვისტო.

№3102_რს

კრებსითი — სრული ვერსია