საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3078
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2003-08-26
გამოქვეყნების თარიღი
2003-09-18
სარეგისტრაციო კოდი
080.000.000.05.001.001.398
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) დაემატოს შემდეგი შინაარსის 1721 მუხლი:

     „მუხლი 1721. შვილად აყვანის მიზნით ფეხმძიმე ქალების წინასწარი შერჩევა და მშობიარობისათვის საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანის შესაძლებლობის შექმნა ან ასეთ გაშვილებაში ხელშეწყობა

1. შვილად აყვანის მიზნით ფეხმძიმე ქალების წინასწარი შერჩევა და მშობიარობისათვის საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანის შესაძლებლობის შექმნა ან ასეთ გაშვილებაში ხელშეწყობა,–

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით ან პირთა ჯგუფის მიერ,–

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.“.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი                   ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 26 აგვისტო.

№3078–რს

 

კრებსითი — სრული ვერსია