საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №214
2011 წლის 18 აპრილი
ქ. თბილისი
,,თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის №22 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის №22 ბრძანებულებით (სსმ III, 2010 წ., №6, მუხ. 35) დამტკიცებულ თანამდებობრივ რეესტრში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:
ა) მე-13 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,კ2“ და ,,კ3“ ქვეპუნქტები:
,,კ2) საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
კ3) ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2011 წლის 20 აპრილიდან.
მ. სააკაშვილი