საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
268
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2000-05-03
გამოქვეყნების თარიღი
2000-05-12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (პარლამენტის უწყებანი, N13-14, 8.04.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 28-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომიტეტი, თავისი უფლებამოსილების ვადით, ფარული კენჭისყრით, წევრთა ხმების უმრავლესობით კომიტეტის წევრებიდან ირჩევს კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და მოადგილეს, ხოლო ქვეკომიტეტის წევრებიდან – ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს. არჩეულ პირებს ამტკიცებს პარლამენტის ბიურო”.

2. 107-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და მოადგილეს, ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს გადააყენებს შესაბამისი კომიტეტი, ხოლო საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს – შესაბამისი კომისია, წევრთა ხმების უმრავლესობით, რასაც ამტკიცებს პარლამენტის ბიურო”.

II. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოადგილე                              გ. წერეთელი

თბილისი,

2000 წლის 3 მაისი.

№268 – IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია