საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
248
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2000-04-18
გამოქვეყნების თარიღი
2000-04-19
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998) მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"3. როგორც წესი, დაუშვებელია დაჩქარებული პროცედურით საქართველოს კონსტიტუციის, კონსტიტუციური კანონის განხილვა და მიღება. გამონაკლის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი. დაუშვებელია გამარტივებული პროცედურით საქართველოს კონსტიტუციის, კონსტიტუციური კანონის და ორგანული კანონის განხილვა და მიღება".

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე                     ზ. ჟვანია

 

თბილისი,

2000 წლის 18 აპრილი.

№248 – IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია