„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
107
მიმღები ორგანო
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
მიღების თარიღი
2011-04-13
გამოქვეყნების თარიღი
2011-04-20
სარეგისტრაციო კოდი
010260010.35.123.016059
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

თვითმმართველი  ქალაქის – ქუთაისის  საკრებულოს  

დადგენილება № 107         

201 1 წლის 13 აპრილი     

ქ. ქუთაისი                   

„ თვითმმართველი ქალაქის –   ქუთაისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი  ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის № 7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22- ე მუხლის პირველი პუნქტის „ თ“ ქვეპუნქტის, 43- ე მუხლის მე-2 პუნქტის, 44-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე - 20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63- ე მუხლის საფუძველზე და სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორის შენიშვნების გათვალისწინებით , ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. შეტანილ იქნეს „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №7 დადგენილების №1 დანართში / თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულება / შემდეგი ცვლილებები:

1. ამოღებულ იქნეს დანართის V თავის მე-17 მუხლი შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. სამსახურისა და ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურე“.

2. დანართის V თავის სათაური და მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი V . სამსახურისა და ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურე“;

„2. სამსახურისა და ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ქალაქ ქუთაისის მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით“.

მუხლი 2 . დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                  ა.ხვადაგიანი

კრებსითი — სრული ვერსია