„მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3044
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2003-08-26
გამოქვეყნების თარიღი
2003-09-18
სარეგისტრაციო კოდი
210.020.000.05.001.001.389
„მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №8-9, 21.02.1998, გვ.8) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოსაკრებლის სახეებია:

ა) საბაჟო მოსაკრებლები;

ბ) სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლები;

გ) სახელმწიფო სერტიფიკატის მოსაკრებლები;

დ) სარეგისტრაციო მოსაკრებლები;

ე) სახელმწიფო საექსპერტიზო მოსაკრებლები;

ვ) სახელმწიფო ბაჟი;

ზ) საკონსულო მოსაკრებლები;

თ) მიგრანტთა ინსპექტირების მოსაკრებლები;

ი) თანამდებობის პირთა დეკლარაციებისა და თანდართული მასალების ასლების გადაღების მოსაკრებელი;

კ) სატენდერო მოსაკრებელი;

ლ) ავიამგზავრთა მომსახურების მოსაკრებლები;

მ) სააღსრულებო მოსაკრებელი;

ნ) ლატარიებისა და სხვა მომგებიანი თამაშების მოწყობაზე მომსახურების მიზნობრივი მოსაკრებელი;

ო) სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი;

პ) საკარანტინო მომსახურების მოსაკრებელი.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2003 წლის 1 ოქტომბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 26 აგვისტო.

№3044–რს

 

კრებსითი — სრული ვერსია