საქართველოს კანონი
„საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ.227) მე-18 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) საქართველოს საბაჟო კოდექსის 42-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნების შესაბამისად განსაზღვრული საქონლის დროებითი შემოტანა (გარდა იმ საქონლისა, რომელსაც გაუგრძელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დროებითი ყოფნის ვადა); გემების, საჰაერო საფრენი საშუალებების და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილსადენის მშენებლობა) შესრულების უზრუნველსაყოფად საქართველოში საქონლის დროებითი შემოტანა; საქონლის დროებითი შემოტანა, რომელიც განკუთვნილია უცხოეთის დიპლომატიურ და მასთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის, იმ სახით, რა სახითაც ასეთი გათავისუფლება გათვალისწინებულია შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებებით, რომელთა მონაწილეც არის საქართველო; აგრეთვე პირადი მოხმარების საგნებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების დროებითი შემოტანა, რომლებიც განკუთვნილია ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოებში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2003 წლის 1 ოქტომბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 26 აგვისტო.
№3024-რს