„მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 27 ნოემბრის №697 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
1
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1999-01-05
გამოქვეყნების თარიღი
1999-01-28
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 27 ნოემბრის №697 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №1

1999 წლის 5 იანვარი

ქ.თბილისი

„მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 27 ნოემბრის №697 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 27 ნოემბრის №697 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 37. დამატებითი საკვალიფიკაციო გამოცდები

1. საგაზაფხულო და საშემოდგომო გამოცდების გარდა, 1999 წელს გამოცდა დამატებით ჩატარდება საქართველოს იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებით.

2. ამ ბრძანებულების მე-7 მუხლი ამოქმედდეს 1999 წლის 1 სექტემბრიდან.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ე. შევარდნაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია