საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-15/ნ
2011 წლის 15 აპრილი
ქ. თბილისი
,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 22 იანვრის № 37/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 22 იანვრის № 37/ნ ბრძანებით (სსმ III, 16.07.2008 წ., № 101, მუხ.1129) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. ამოღებულ იქნ ეს დებულების მე -2 მუხლის ,,ჰ5“ ქვეპუნქტი;
2 . მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ზ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახური.“ ;
3 . მე-3 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,8. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის კომპეტენციაა:
ა) სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფა, ყველა ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობა;
ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობა.“ .
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა . ურუშაძე