საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №348
2002 წლის 26 ივლისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების ცენტრის შექმნის შესახებ
ევროკომისიის სასურსათო უსაფრთხოების პროგრამის რეკომენდაციების შესრულებისა და საქართველოში ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების განვითარების მიზნით:
1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების ცენტრი.
2. ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების ცენტრმა განახორციელოს „გლეხთა (ფერმერთა) სწავლება-კონსულტირების სისტემის შექმნა“ სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის მართვა.
3. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ (დ. კირვალიძე) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების ცენტრის წესდების დამტკიცება.
4. ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების ცენტრის სახელმწიფო კონტროლის ფორმა და ფარგლები განისაზღვროს მისი წესდებით. ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების ცენტრის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ.
5. ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების ცენტრის დირექტორი დაინიშნოს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანებით.
ე. შევარდნაძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 22 აპრილის ბრძანებულება №153 - სსმ III, №37, 29.04.2003 წ., მუხ.321
2. ძალადაკარგულია - საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს ბრძანებულება № 725- სსმ III, №101, 29.08.2005 წ., მუხ.1128