„მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
206
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2011-04-15
გამოქვეყნების თარიღი
2011-04-15
სარეგისტრაციო კოდი
010340000.08.002.016208
„მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №206

2011 წლის 15 აპრილი

ქ. თბილისი

„მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №48, მუხ. 488) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) ბრძანებულების პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული №1 დანართის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,12. მგზავრობის ხარჯები ანაზღაურდება შესაბამის მიმართულებაზე არსებული მგზავრობის ღირებულების გათვალისწინებით, მაგრამ არა უმეტეს ეკონომკლასის ბილეთის ღირებულებისა, გარდა ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული გამონაკლისების მიუხედავად, ბიზნესკლასის ბილეთის ღირებულების ანაზღაურება დაუშვებელია, თუ შესაბამისი მიმართულებით ფრენის ხანგრძლივობა 5 საათზე ნაკლებია (მათ შორის, მგზავრობის ხარჯის ფაქტობრივად გაწეული ხარჯების შესაბამისად ანაზღაურებისას).“;

ბ) №1 დანართის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

,,7. ამ წესის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მივლინების შემთხვევებზე.’’.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია