საქართველოს მთავრობის
დადგენილება № 173
2011 წლის 12 აპრილი
ქ. თბილისი
1. დამტკიცდეს თანდართული „სასოფლო-სამეურნეო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სასოფლო-სამეურნეო კულტურების სათესი და სარგავი მასალების ნუსხა“.
2. დამატებული ღირებულების გადასახადისაგან გათავისუფლდეს ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული ნუსხით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
სასოფლო-სამეურნეო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სასოფლო-სამეურნეო კულტურების სათესი და სარგავი მასალების ნუსხა
პესტიციდები და აგროქიმიკატები:
|
ნომენკლატურის სასაქონლო კოდი |
საქონლის დასახელება |
შენიშვნა |
|
3808 61 000 00 3808 62 000 00 3808 69 000 00 |
პესტიციდები დაფასოებული |
|
|
3808 92 100 00 |
პრეპარატები სპილენძის ნაერთების ფუძეზე |
|
|
3808 99 100 00 |
როდენტიციდები |
|
|
3808 99 900 00 |
პესტიციდები დანარჩენი |
|
|
3102 80 000 00 |
შარდოვანასა და ამონიუმის ნიტრატის ნარევები წყალხსნარში ან ამონიუმის ხსნარში |
|
|
3102 10 100 00 |
სასუქი შარდოვანა, მათ შორის, წყალხსნარში, აზოტის შემცველობით 45 მას. %-ზე მეტი, მშრალ უწყლო პროდუქტზე გადაანგარიშებით |
|
|
3102 60 000 00 |
კალციუმის ნიტრატისა და ამონიუმის ნიტრატის ორმაგი მარილები და ნარევები |
|
|
2833 25 000 00 |
სპილენძის სულფატი |
|
თესლი და სარგავი მასალა:
|
სეს ესნ სასაქონლო კოდი |
საქონლის დასახელება |
შენიშვნა |
|
0602 10 |
დაუფესვიანებელი კალმები და გადანაწვენები |
|
|
0602 20 |
ხეები, ჯაგნარები და ბუჩქნარები, დამყნობილი ან დაუმყნობელი, საჭმელი ნაყოფის ან კაკლის მომცემი |
|
|
0602 90 300 00 |
ბოსტნეული კულტურების, მარწყვისა და ხენდროს მცენარეები |
|
|
0602 90 500 00 |
ღია გრუნტის მრავალწლიანი მცენარეები, ხეების, ჯაგნარებისა და ბუჩქნარების გარდა |
|
|
0602 90 700 00 |
დაფესვიანებული კალმები და ნორჩი მცენარეები, კაქტუსის გარდა |
|
|
0713 33 100 00 |
ლობიო (დასათესად) |
|
|
0701 10 000 00 |
სათესლე კარტოფილი |
|
|
0712 90 110 00 |
ჰიბრიდული შაქრიანი სიმინდი (დასათესად) |
|
|
1001 91 100 00 1001 91 200 00 |
სპელტა (დასათესად), რბილი ხორბალი და მესლინი, სათესლე |
|
|
1003 10 000 00 |
ქერი (სათესლე) |
|
|
1005 10 |
სიმინდი (სათესლე) |
|
|
1007 10 100 00 |
მარცვლოვანი სორგო (დასათესი ჰიბრიდები) |
|
|
1201 10 000 00 |
სოიოს ცერცვი (დასათესად) |
|
|
1205 10 100 00 |
რაფსის ან კოზლას თესლი – დამსხვრეული ან დაუმსხვრეველი (სათესად) |
|
|
1206 00 100 00 |
მზესუმზირის თესლი – დამსხვრეული ან დაუმსხვრეველი (სათესად) |
|
|
1209 |
თესლი, ნაყოფი და სპორები სათესად. |
შენიშვნა: თუ ნუსხაში მითითებულია ექვსნიშნა სასაქონლო სუბპოზიცია ან ოთხნიშნა სასაქონლო პოზიცია, მაშინ იგულისხმება, რომ გათავისუფლება ვრცელდება მოცემული სუბპოზიციის ან პოზიციის ყველა საქონელზე.