საქართველოს კანონი
„სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 3.06.2002 წელი, მუხ. 61) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1“ ქვეპუნქტი:
„ნ1) თამბაქოს ნაწარმის ვაჭრობის სფეროში:
ნ1.ა) იმპორტიორის ან მწარმოებლის მიერ თამბაქოს ნაწარმის საბითუმო ვაჭრობა ერთი ობიექტიდან – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი;
ნ1.ბ) სხვა პირის მიერ თამბაქოს ნაწარმის საბითუმო ვაჭრობა ერთი ობიექტიდან – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი;
ნ1.გ) პირის მიერ თამბაქოს ნაწარმით საცალო ვაჭრობა ერთი ობიექტიდან – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის შესაბამისი ტერიტორიული ერთეულის საგადასახადო ინსპექცია;
ნ1.დ) თამბაქოს ნაწარმის გადაზიდვა – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2004 წლის 1 მარტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 26 აგვისტო.
№3006–რს