პენსიონერთა მიმართ ბოლო წლებში დაგროვებულ საპენსიო დავალიანებათა ეტაპობრივი დაფარვისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
52
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2004-06-25
გამოქვეყნების თარიღი
2005-01-25
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).00.000000
პენსიონერთა მიმართ ბოლო წლებში დაგროვებულ საპენსიო დავალიანებათა ეტაპობრივი დაფარვისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №52

2004 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

პენსიონერთა მიმართ ბოლო წლებში დაგროვებულ საპენსიო დავალიანებათა ეტაპობრივი დაფარვისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ

პენსიონერთა მიმართ ბოლო წლებში დაგროვებულ საპენსიო დავალიანებათა ეტაპობრივი დაფარვისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა განსახორციელებლად საქართველოს მთავრობა ადგენს:

1. საპენსიო დავალიანებათა ეტაპობრივად დაფარვის მიზნით 2004 წლის ივლისიდან არამომუშავე 14 ლარის მიმღებ პენსიონერებს, რომელთაც მისაღები აქვთ ერთ თვეზე მეტი საპენსიო დავალიანება, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 19 აპრილის №26 დადგენილებით გათვალისწინებული დანამატის გარდა დაუწესდეთ დანამატი 2 ლარის ოდენობით.

2. ცხინვალის, ჯავის, ყორნისისა და ახალგორის რაიონებში გამოიყოს 40 ათასი ლარი პენსიონერთა მიმართ წინა პერიოდში დაგროვებული საპენსიო დავალიანებების დასაფარავად.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი), შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ლ. ჭიპაშვილი) და საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა (ზ. სოფრომაძე) განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები ამ დადგენილების შესასრულებლად.

4. დადგენილება ამოქმედდეს 2004 წლის 1 ივლისიდან.

პრემიერ-მინისტრი   

ზ. ჟვანია

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია - საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის დადგენილება №12 - სსმ III, №10, 28.01.2005 წ., მუხ.105

 

 

კრებსითი — სრული ვერსია