„საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 4 იანვრის №1 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
17
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2002-01-19
გამოქვეყნების თარიღი
2002-01-22
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 4 იანვრის №1 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №17

2002 წლის 19 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 4 იანვრის №1 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 4 იანვრის №1 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა)  მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. მინისტრს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი“;

ბ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები „ხუთი მოადგილე“ შეიცვალოს სიტყვებით „ექვსი მოადგილე“.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია