„საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №670 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
255
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2002-05-23
გამოქვეყნების თარიღი
2002-05-27
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №670 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №255

2002 წლის 23 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №670 ბრძანებულებაში  ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამი­ნის­ტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №670 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების XI თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„XI. სამინისტროს სისტემაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ნუსხა

– სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი

– თევზის მეურნეობის დეპარტამენტი „საქთევზი“

– მევენახეობისა და მეღვინეობის სახელმწიფო რეგულირების დეპარტამენტი „სამტრესტი“

– მინერალური და მტკნარი წყლების სახელმწიფო რეგულირების დეპარტამენტი

– მეცხოველეობის სანაშენე საქმის დეპარტამენტი

– სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ფქვილის ხარისხის ინსპექცია

– თესლეულისა და სარგავი მასალის ხარისხის სახელმწიფო ინსპექცია – მელიორაციის ინსპექცია

– საქტექზედამხედველობის ინსპექციის მთავარი სამმართველო

– კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის  სამსახური

– სელექციური მიღწევების გამოცდისა და დაცვის კომისია

– მცენარეთა დაცვის სამსახური

– აგროქიმიური და ნიადაგის ნაყოფიერების სამსახური

– საქართველოს ტექნიკურ-ეკოლოგიური კვლევის სამეცნიერო ცენტრი

– სოფლის მეურნეობის ბიოტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი – ქვეყნის შიგნით ზამთრის საძოვრებისა და პირუტყვის გადასარეკი ტრასების რაზმი

– აჭარის საძოვრების ადმინისტრაცია

– სასოფლო-სამეურნეო მანქანათა საგამოცდო სადგური

– აგრობიზნესის სახელმწიფო ინსტიტუტი

– მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების მთავარი სამმართველო

– მეაბრეშუმეობის საკოორდინაციო ცენტრი „აბრეშუმის სახლი“.

ე. შევარდნაძე 

კრებსითი — სრული ვერსია