„საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №670 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
109
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2001-03-23
გამოქვეყნების თარიღი
2001-03-26
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №670 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №109

2001 წლის 23 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №670 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №670 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

XI თავიდან „სამინისტროს სისტემაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ნუსხა“ ამოღებულ იქნეს „სოფლის მეურნეობის პროდუქტების ხარისხის სახელმწიფო ინსპექცია“ და „პურისა და პურპროდუქტების ხარისხის სახელმწიფო ინსპექცია“ და შეტანილ იქნეს საქვეუწყებო დაწესებულება „სოფლის მეურნეობის პროდუქციის და ფქვილის ხარისხის ინსპექცია“.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან განახორციელოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის და ფქვილის ხარისხის ინსპექციის დაფინანსება სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.

ე.შევარდნაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია