საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №01-14/ნ
2011 წლის 14 აპრილი
ქ. თბილისი
,,იშვიათი დაავადებების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 14 მაისის №199/ნ ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,იშვიათი დაავადებების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 14 მაისის №199/ნ ბრძანებით (სსმ III, 2001 წელი; №58; მუხლი 428) დამტკიცებულ დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის 24-ე პუნქტი:
„24. ბარძაყის ძვლის თავის იუვენილური ოსტეოქონდროზი (ლეგ-კალვე-პერტესის დაავადება.)”.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ურუშაძე