„საქართველოს იუსტიციის საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 2 ნოემბრის N618 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
567
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1999-10-01
გამოქვეყნების თარიღი
1999-10-06
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს იუსტიციის საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 2 ნოემბრის N618 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №567

1999 წლის 1 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 2 ნოემბრის N618 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 2 ნოემბრის N618 ბრძანებულებით დამტკიცებულ „საქართველოს იუსტიციის საბჭოს დროებით რეგლამენტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ რეგლამენტის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული იუსტიციის საბჭოს წევრის (თუ იგი არ არის საქართველოს იუსტიციის მინისტრი ან საქართველოს პარლამენტის წევრი) თანამდებობრივი სარგოები განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

საბჭოს მდივანი – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს 95 პროცენტი;

საბჭოს წევრი – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯ­დომარის თანამდებობრივი სარგოს 90 პროცენტი.“.

2. 45-ე  მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს  წინადადება: „განსაზღვრავს დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობას“.

3. 47-ე  მუხლი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

     „მუხლი 47. იუსტიციის საბჭოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება

საქართველოს იუსტიციის საბჭოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვროს შემდეგი ოდე­ნობით:

- სექტორის უფროსი, კანცელარიის გამგე – იუსტიციის საბჭოს წევრის თანამდებობრივი სარგოს 60 პროცენტი;

- თანაშემწე, მთავარი ბუღალტერი – იუსტიციის საბჭოს წევრის თანამდებობრივი სარგოს 55 პროცენტი;

- უფროსი კონსულტანტი – იუსტიციის საბჭოს წევრის თანამდებობრივი სარგოს 50 პროცენტი;

- კონსულტანტი – იუსტიციის საბჭოს წევრის თანამდებობრივი სარგოს 45 პროცენტი;

- რეფერენტი – იუსტიციის საბჭოს წევრის თანამდებობრივი სარგოს 35 პროცენტი.“.

4. ამ ბრძანებულებით განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოების ანაზღაურება მოხდეს 1999 წლის 1 ივლისიდან სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია