„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2984
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2003-08-14
გამოქვეყნების თარიღი
2003-09-05
სარეგისტრაციო კოდი
100.030.010.05.001.001.375
„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„პატიმრობის შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №38(45), 1999 წელი, მუხ.182) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. სასჯელაღსრულების ქვემდებარე გადაწყვეტილებები

ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულდება პატიმრობასთან დაკავშირებული და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი, განჩინება, დადგენილება და მოსამართლის ბრძანება, აგრეთვე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება.“.

2. 65-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებით მსჯავრდებულის გათავისუფლების საკითხი წყდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების შესაბამისად.“.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2003 წლის 14 აგვისტო.

№2984-რს

 

კრებსითი — სრული ვერსია