„განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიებისა და გრანტების მინიჭების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №746 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
228
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2001-06-09
გამოქვეყნების თარიღი
2001-06-14
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
„განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიებისა და გრანტების მინიჭების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №746 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №228

2001 წლის 9 ივნისი

ქ. თბილისი

„განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიებისა და გრანტების მინიჭების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №746 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

შეტანილ იქნეს ცვლილებები „განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიებისა და გრანტების მინიჭების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №746 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების შემდეგ პუნქტებში:

1. მე-2 პუნქტში სიტყვები „25 წლამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „26 წლამდე“.

2. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდია ენიჭებათ განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვებსა და ახალგაზრდებს შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებისათვის“.

3. მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კომისია განაცხადებს საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიებისა და გრანტების თაობაზე, განიხილავს სხდომაზე კალენდარული წლის დადგომამდე და გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით“.

4. მე-5 პუნქტში სიტყვები „თვეში 100 ლარის ოდენობით“  შეიცვალოს სიტყვებით „თვეში 150 ლარის ოდენობით“.

5. ბრძანებულების მეოთხე პუნქტი ამოქმედდეს 2002 წლის 1 იანვრიდან.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია