„განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის სქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიებისა და გრანტების მინიჭების შესახებ“ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
132
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1999-04-11
გამოქვეყნების თარიღი
1999-04-15
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
„განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის სქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიებისა და გრანტების მინიჭების შესახებ“ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №132

1999 წლის 11 აპრილი

ქ. თბილისი

„განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის სქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიებისა და გრანტების მინიჭების შესახებ“ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

შეტანილ იქნეს ცვლილებები „განსკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიებისა და გრანტების მინიჭების შესახებ“ დებულების შემდეგ პუნქტებში:

1. მე-14 პუნქტში წარმოდგენილი დოკუმენტაციის ჩამონათვალში სიტყვა „განაცხადის“ ნაცვლად ჩაიწეროს სიტყვა „წარდგინება“ და ჩამონათვალს დაემატოს დაბადების მოწმობის ასლი.

2. მე-17 პუნქტში სიტყვა „ფარული“ შეიცვალოს  სიტყვით „ღია“.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია