საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №514
1998 წლის 6 სექტემბერი
ქ.თბილისი
ქართულ-ოსური კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ტერიტორიების აღდგენისა და განვითარების სამთავრობო კომისიის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ოქტომბრის №584 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ქართულ-ოსური კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ტერიტორიების აღდგენისა და განვითარების სამთავრობო კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ოქტომბრის № 584 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება:
1. ქართულ-ოსური კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ტერიტორიების აღდგენა განვითარების სამთავრობო კომისია ჩამოყალიბდეს შემდეგი შემადგენლობით:
ვაჟა ლორთქიფანიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
ირაკლი ბოჭორიძე – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
ირაკლი მაჭავარიანი – საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კონფლიქტებისა და ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკური პრობლემების დარეგულირების საკითხებში
თემურ მოსიაშვილი – დსთ-სა და მშვიდობიანი კავკასიის საქმეთა სახელმწიფო ბიუროს თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
დავით აფციაური – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი
რუსუდან გორგილაძე – სახელმწიფო კანცელარიის მთავარი კონსულტანტი
ვალერი ვაშაკიძე – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი
ირაკლი მანაგაძე – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ვლადიმერ პაპავა – საქართველოს ეკონომიკის მინისტრი
ზურაბ სოსელია – საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრის პირველი მოადგილე
კახა ქორიძე – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დარგობრივი ეკონომიკის განყოფილების უფროსი
მერაბ ჩხენკელი – საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი
ლადო ჭანტურია – საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიხეილ ჭკუასელი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ბადრი ხატიძე – საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის უფროსი
ე.შევარდნაძე